10:15 AM
ტოტიმ რუსეთში თამაში არ ისურვა

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "რომას" ცოცხლამა ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ, რუსეთის ჩემპიონატში თამაშის შესაძლებლობაზე უარი თქვა.

ვეტერანმა ასეთი შემოთავაზება მაშინ მიიღო, როცა შემთხვევით შეხვდა რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ნიკიტა სიმონიანს. 

სიმონიანმა ფეხბურთელს შემდეგი რამ უთხრა: "დარწმუნებული ვარ, არანაირი ფინანსური პრობლემა არ გაქვთ, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ძალიან, ძალიან ბევრს გადაგიხდით, თუკი ჩვენს ქვეყანაში თამაშზე დათანხმდებით. თუ დამირეკავთ, ერთ დღეში მოგიძებნით კლუბს, რომელიც თვალდახუჭული გააფორმებს კონტრაქტს თქვენთან".

ტოტიმ ეს ყველაფერი მოისმინა და შემდეგ თავაზიანად უპასუხა, რომ "რომას" დატოვებას არ აპირებდა. სიმონიანმა კი ნუგეშად საჩუქარი მიიღო- მაისური ჩესკოს ხელმოწერით.
ნანახია: 322 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ტოტიმ რუსეთში თამაში არ ისურვა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: