9:23 PM ტოტი “რომასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა | |
![]() "იმპერატორი” ფეხბურთელის აქტიური კარიერის დასრულებაზე არც კი ფიქრობს. იტალიური გამოცემა Sport Mediaset იუწყება, რომ სექტემბრის თვის ბოლოს "რომას” კაპიტანი და ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ვარაუდობენ, რომ 37-წლის ტოტი 2016-წლამდე გაახანგრძლივებს კონტრაქტს და მისი ყოველწლიური ანაზღაურება 3,5 მილიონი ევრო იქნება. შეგახსენებთ, ფრანჩესკოს ამჟამინდელი მოქმედი ხელშეკრულება მომდევნო წლის ზაფხულამდე მოქმედებს. წყარო: Sport mediaset | |
|
სულ კომენტარები: 0 | |