"რომას" კაპიტანმა ტრავმა მიიღო.
Sky Sport Italia-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ფრანჩესკო ტოტიმ მარცხენა ფეხის კუნთი გაიჭიმა. სწორედ ამ დაზიანების გამო გამოტოვებს იგი რომაელების მომდევნო მატჩს იტალიის თასზე "ფიორენტინას" წინააღმდეგ.
იტყობინებიან, რომ მიღებული ტრავმა სერიოზული არაა. მიუხედავად ამისა, "იმპერატორმა" რამოდენიმე დღე უნდა დაისვენოს, მაგრამ ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, რომ 36-წლის ფეხბურთელი "ინტერთან" მატჩში დაბრუნდება, რომელიც უკვე უახლოეს კვირას გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ "ფიორენტინასა" და "რომას" მატჩი ოთხშაბათს თბილისის დროით 22:00 საათზე, ხოლო "რომასა" და "ინტერის" მატჩი კვირას 21:45 საათზე გაიმართება.