0:22 AM
“ტოტენჰემს” ბარტრა სჭირდება



ლონდონური კლუბი წინააღმდეგი არაა დაცვის ხაზი "ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტით გააძლიეროს.

"ტოტენჰემი” მარკ ბარტრას შეძენის შესაძლებლობას განიხილავს. საეჭვოა, 22-წლის ცენტრალურმა მცველმა "ბლაუგრანას” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდროს და კატალონიური კლუბი მზადაა იგი გაყიდოს. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, ამ ზაფხულს, "ბარსა” უფრო მაღალი დონის ცენტრბეკს გაიფორმებს.

ამ წელს, ბარტრამ ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მარკი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. იგი "ბარსელონას” აღზრდილად ითვლება და პირველ გუნდში დებიუტი კი 2010-წელს ჰქონდა.

წყარო: Daily Mail

ნანახია: 329 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: