11:47 AM “ტოტენჰემს” “ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტი სჭირდება | |
![]() "დეზებს” სერხი რობერტოს გადაბირება სურთ. ლონდონურ კლუბს "ბლაუგრანას” მეორე გუნდის ნახევარმცველის შეძენა უნდა. მოთამაშის აგენტმა ხოსეპ მარია ორობიტმა, რამდენიმე ევროპული კლუბის ინტერესი დაადასტურა. ერთ-ერთი, კი სწორედ "ტოტენჰემი” იყო. ამავდროულად, ანდრე ვილაშ-ბოაში "ბარსელონას” ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, რობერტოს შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. მან "ბარსას” პირველ გუნდში, სამი მატჩი უკვე ჩაატარა. 21 წლის ფეხბურთელის წარმომადგენელმა აგრეთვე განაცხადა, რომ თუ მისი კლიენტის პირველ გუნდში ხშირად თამაშს კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბი ვერ უზრუნველყოფს, მაშინ სერხი ესპანეთის დატოვებაზე იფიქრებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |