3:54 PM
"ტოტენჰემმა" ჰოლტბი შესაძლოა უკვე ზამთარში გაიფორმოს



"ტოტენჰემი" "შალკესთან" ლიუის ჰოლტბის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს, იტყობინება Goal.com.

გერმანელი ნახევარმცველი ლონდონურ კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით უნდა შეუერთდეს, თუმცა "დეზებს" მისი ხილვა გუნდში უფრო ადრე სურთ. ამისათვის, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ "შალკეს" კომპენსაციის სახით 2 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

მიმდინარე სეზონში გერმანიის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველმა გელზერკირხენული კლუბის მაისური გერმანიის ბუნდესლიგის 17 მატჩში დაიცვა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
 
ნანახია: 271 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: