9:57 PM “ტოტენჰემი” ვილიას შეძენასთან ახლოსაა | |
![]() ამ ზაფხულს, "დეზები” შესაძლოა "ბარსელონას” ფორვარდით გაძლიერდნენ. Goal.com ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ტოტენჰემი” "ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდ დავიდ ვილიას ხელში ჩაგდებას უახლოვდება. ესპანელმა თავდამსხმელმა "დეზებთან” ხელშეკრულება შესაძლოა კონფედერაციის თასიდან დაბრუნებისთანავე გააფორმოს. არსებული ინფორმაციით, "დეზები” ფეხბურთელსა და მის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და მხარეები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. "ტოტენჰემი” მზადაა ესპანელის სანაცვლოდ ცხრა მილიონი ევრო გადაიხადოს, თავდამსხმელს კი კვირაში 117 ათას ფუნტ სტერლინგიან ხელფასს დაჰპირდეს. შეგახსენებთ, ვილიასადმი ინტერესს "არსენალი” და "ფიორენტინაც” იჩენდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, "მეთოფეები” მთლიანად გონსალო იგუაინის ტრანსფერზე არიან კონცენტრირებულნი. წყარო: Goal.com | |
|
სულ კომენტარები: 0 | |