12:17 PM
"ტოტენჰემი": სანდროსთვის სეზონი დასრულდა



"დეზების" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა.

სანდრომ ტრავმა შაბათს გამართულ მატჩში მიიღო, სადაც მისი გუნდი "ქუინზ პარკ რეინჯერსს" პრემიერ ლიგის ეგიდით დაუპირისპირდა. პირველადი ინფორმაციით, ეს დაზიანება არც თუ ისე სერიოზული იყო, თუმცა შემდეგ განმეორებითმა სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, რომ ფეხბურთელს ოპერაცია სჭირდებოდა.

"მაპატიეთ ბიჭებო, მაგრამ ტრავმა ძალიან სერიოზულია და მე თამაშს ვერ შევძლებ...",-დაწერა საკუთარ თვითერზე სანდრომ.

მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბრაზილიელი ჩამშლელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე მწვანე მინდორზე გასვლას ვერ შეძლებს.
 
ნანახია: 290 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: