3:04 PM “ტოტენჰემი” : “რეალს” ბეილის შესაძენი ფული არ აქვს | |
![]() როგორც ადრე გაუწყეთ, "ტოტენჰემისა” და მადრიდის "რეალის” წარმომადგენლები ამ კვირაში ერთმანეთს ფლორიდაში შეხვდნენ, რათა გარეთ ბეილის ტრანსფერის თაობაზე მოელაპარაკათ. ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დანიელ ლევი ფლორენტინო პერესთან მეორედ შეხვედრაზე არ მივიდა, რადგან ეჭვი შეეპარა, რომ "რეალს” ბეილის შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვს. ცნობილია, რომ "რეალს” 100 მილიონი ფუნტის 5 ნაწილად გაყოფა და რამდენიმე წლის განმავლობაში გადახდა სურდა, რაც "დეზებს” ნამდვილად არ აწყობთ. ლევის 105 მილიონი სურს, თუმცა, თუ "რეალი” 100 მილიონს გადაიხდის თანხა მთლიანად ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე უნდა მიიღოს. წყარო: The Telegraph | |
|
სულ კომენტარები: 0 | |