8:29 PM
"ტოტენჰემი" - "რეალს": 55 მლნ ფუნტი და ბეილი თქვენია



"დეზებმა" უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ კოლოსალური თანხა მოითხოვეს.

ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ თუ მადრიდის "რეალს" "ტოტენჰემის" შემტევი ნახევარმცველის გარეტ ბეილის გადაბირება სურს, მაშინ მის სანაცვლოდ 55 მილიონი ფუნტი სტერლინგი უნდა გადაიხადოს.

"ბლანკოსის" თავკაცი ჟოზე მოურინიო უკვე დიდი ხანია, რაც მარცხენა ფლანგელს აკვირდება და მის სანაცვლოდ მზადაა 35 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, რაც ბრიტანელ ფეხბურთელის სანაცვლოდ გადახდილი სარეკორდო თანხაა, მოგეხსენებათ 2011-წელს სწორედ ეს თანხა დაუჯდა "ლივერპულს" ენდი კეროლის "ნიუკასლიდან" გადმოყვანა.

მიუხედავად ამისა, "დეზებს" მადრიდელების მიერ ეს შემოთავაზებული თანხა ეცოტავებათ და გუნდის მთავარი ლიდერის გაშვებას 55 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ აპირებენ.
 
ნანახია: 279 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: