1:36 PM “ტოტენჰემი” კოენტრაოსთვის 17 მილიონს ამზადებს | |
![]() პორტუგალიელმა მცველმა შესაძლოა კარიერა ლონდონში გააგრძელოს. ბრიტანული ტაბლოიდები იუწყებიან, რომ უახლოეს ზაფხულს 25-წლის პორტუგალიელმა მცველმა ფაბიო კოენტრაომ შესაძლოა "რეალი” "ტოტენჰემში” გაცვალოს. დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონურ კლუბს ბენუა ასუ-ეკოტო დატოვებს, რომლის სახელსაც აქტიურად უკავშირებენ "მონაკოს”, და სწორედ კოენტრაოში ხედავს ანდრე ვილაშ-ბოაში 29-წლის ფრანგის იდეალურ ალტერნატივას. ვარაუდობენ, რომ კოენტრაოს სანაცვლოდ "ტოტენჰემი” მზადაა 17 მილიონი ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ გარდა ფაბიოსა, "დეზები” "რეალის” თავდამსხმელის გონსალო იგუაინის მიმართაც იჩენენ ინტერესს, "ბლანკოსი” კი, თავის მხრივ, "ტოტენჰემის” უელსელი შემტევი ნახევარმცველის გარეტ ბეილის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |