"დეზები" ბრაზილიური "ინტერნასიონალის" ბომბარდირის გადასაბირებლად ბრძოლას განაგრძობენ.
როგორც ცნობილია, "ტოტენჰემი" უკვე დიდი ხანია, რაც ლეანდრო დამიაოს გადაბირებას ცდილობს, თუმცა "ინტერნასიონალთან" თავდამსხმელის სატრანსფერო პირობებზე ვერ შეთანხმდა. ახლა კი, როგორც ჩანს, "უაიტ ჰარტ ლეინის" ბინადრებმა დამიაოს გადაბირების ყველაზე კარგი შანსი იპოვნეს.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, "ტოტენჰემი" მზადაა დამიაოს სანაცვლოდ 15 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს და ამ ტრანსფერში პლიუს გოლკიპერი ეურელიო გომესიც ჩართოს.
თუ "დეზებმა" ეს ტრანსფერი შეათანხმეს, მაშინ ანდრე-ვილაშ ბოაშის გუნდისთვის დამიაო ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მესამე ახალწვეული იქნება. შეგახსენებთ, აქამდე, ლონდონურმა კლუბმა ჰოლტბი "შალკედან" და ფრაიერსი "სტანდარდიდან" გაიფორმა.