9:33 PM
“ტოტენჰემი”: დამიაოს შეძენის კიდევ ერთი მცდელობა



ბრაზილიელის აგენტის სიტყვებით, რამოდენიმე შეუსაბამისობის შემდეგ, ტრანსფერის განხორციელება, როგორც ჩანს, რეალურია.

მას შემდეგ, რაც იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "დეზებმა” ნიჭიერი ფორვარდის შეძენა ვერ მოახერხეს, ინგლისელების მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში "ინტერნასიონალის” ვარსკვლავის თამაშს მუდმივად აკვირდებოდა. "უაიტ ჰარტ ლეინის” ბინადრებს სერიოზული კონკურენცია შესაძლოა "ნაპოლიმ” გაუწიოს, რომელსაც ედინსონ კავანის წასვლის შემთხვევაში, თავდასხმის ხაზის გაძლიერება დასჭირდება.

თავისი კლიენტის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა თავდამსხმელის აგენტმა ვინიციუს პრატესმა:

"ლეანდრო დამიაო ამ ზაფხულს ბრაზილიის ჩემპიონატს აუცილებლად დატოვებს. ასეთ შესაძლებლობას ხელიდან აღარ გავუშვებთ. "ტოტენჰემი” ლონდონის ბოლო გუნდად არ ითვლება, სწორედ ამიტომ, უპირატესობას სწორედ ამ კლუბს ვანიჭებთ. ამავდროულად, ყველა ფეხბურთელი ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშზე ოცნებობს”.

წყარო: Sky Sports

ნანახია: 320 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: