"დეზები" აპირებენ ძალიან შეამცირონ მადრიდის "რეალის" საბანკო ანგარიში.
ლონდონის "ტოტენჰემის" პრეზიდენტმა, დანიელ ლევმა, საბოლოოდ გადაწყვიტა 23 წლის უელსელი მოთამაშის მადრიდში გაყიდვა. იგი არც მეტი არც ნაკრები-60 მილიონ ფუნტს ითხოვს მის სანაცვლოდ. ლევის თანახმად, გარეტ ბეილი არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დიდი კონკურენცია გაუწიოს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: ლიონელ მესი, კრისტიანო რონალდო და რადამელ ფალკაო გარსია.
"თეთრები" თავიანთ შემადგენლობაში, ბეილს ხედავენ. მათ უკვე გაუკეთეს ლონდონელებს წინადადება, 33 მილიონი ფუნტის სახით, მაგრამ პასუხი უარით დაუბრუნდა. ვითარებას ართულებს ისიც, რომ უელსელმა სულ ცოტა ხნის წინ "ტოტენჰემთან" ოთხწლიან ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი.
მაგრამ "დეზები" იანვარში, მხოლოდ ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებენ, არამედ მათ ასევე სურთ "ნიუკასლის" თავდამსხმელის, დემბა ბას შეძენა. ისინი სავარაუდოდ, 7.5 მილიონის ფუნტის გადახდას აპირებენ.