12:59 PM
“ტოტენჰემი” ბეილის გაყიდვას არ აპირებს



"დეზები” თავიანთი ლიდერის გასაშვებად მზად არ არიან, რომლის შეძენითაც "რეალია” დაინტერესებული.

ამ კვირაში ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა ესპანურ პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რამაც მისი კლიენტის "რეალში” შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით, ახალი ჭორები წარმოშვა.

ინგლისში ამბობენ, რომ "ტოტენჰემი” გარეტ ბეილის გაყიდვას არანაირად არ გადაწყვეტს. "დეზები” თავიანთი ლიდერის შენარჩუნებას მთელი ძალებით ეცდებიან, მათი აზრით, ასეთი ფეხბურთელის გაყიდვა არ შეიძლება…

ვარაუდობენ, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში "რეალი” შემტევი ნახევარმცველის შეძენას მაინც ეცდება, თუმცა ამ ტრანსფერის განხორციელების შანსი მაინც ძალიან მცირეა.

წყარო: The Telegraph

ნანახია: 329 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: