საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-20 ტურის მატჩები გაიმართა. „ტორპედომ" ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე თბილისის „ვიტ ჯორჯია" მიიღო.
მატჩის საწყისი წუთები საშუალო ტემპში და ჩვეულებისამებრ, ბურთთან ქუთაისელთა დომინირებით წარიმართა.
12’ - მატჩის პირველი ნახევარმომენტი კორიფაძემ შექმნა, მისი შორი მანძილიდან დარტყმით ბურთი კარს ზემოდან ასცდა.
20’ - მარჯვენა მხრიდან ჩაწოდებით მეკარის ხაზთან მყოფმა ადამაძემ შეძლო თავით დარტყმა, ამჯერადაც ბურთი ზედმეტად მაღალი ტრაექტორიით წავიდა კარისკენ.
ამის შემდეგ „ტორპედომაც" დაიწყო მეტოქის კარზე იერიშების მიტანა და 2-წუთიან მონაკვეთში სტუმრები 2 გოლით „დაასაჩუქრა".
27’ - მარცხენა მხრიდან ტაბატაძის ჩაწოდებული ბურთი საბანაძემ მკერდით გიორგი ბერიაშვილს დაუგდო, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან ძლიერი დარტყმით აიღო „ვიტ ჯორჯიას" კარი - 1:0.
29’ – „ტორპედოს" ხანგრძლივი შეტევის შემდეგ ბურთი თბილისელებმა დაისაკუთრეს, თუმცა მათივე საჯარიმოს მისადგომებთან რიგვავას ძალისხმევით დაკარგეს, რის შემდეგაც ბერიაშვილმა იაქტიურა და პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად ბექა ტუღუშმა უნაკლო შესრულებით გარდასახა - 2:0. პირველი ტაიმი ტორპედოელებმა ასეთი ანგარიშით მოიგეს.
55’ - მარჯვენა მხრიდან მეტოქის საჯარიმოში შესულმა კუხიანიძემ დაარტყა კარისკენ, ბურთს დაუშვილი დაეუფლა.
65’ - სტუმრებმა მათთვის ყველაზე რეალური საგოლე მომენტი „ქარს გაატანეს", მარჯვენა მხრიდან ღიბრაძის დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა კარის მარცხენა ძელის სიახლოვეს მყოფი ჯავაშვილის მისამართით მოიგერია, რომელმაც, ფაქტობრივად, დაუცველ კარს ვერ დაუმიზნა.
67’ - ვასაძის დარტყმა საჯარიმოს გარედან არაზუსტი იყო.
თამაში კვლავ „ტორპედოს" კონტროლით გაგრძელდა, თუმცა ჩვენი გუნდის მცდელობებმა მეტჯერ შედეგი ვეღარ გამოიღო.
დარჩენილ დროში მოედანზე განვითარებული მოვლენებიდან ფრიად, აღსანიშნავია, რომ „ტორპედოს" ძირითადი გუნდის მაისურით წელიწადნახევრიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ოფიციალურ მატჩში ითამაშა ვახტანგ კვარაცხელიამ, რომელმაც მოედანზე 10 წუთი დაჰყო.
საბოლოოდ, ქუთათურებმა მშვიდად და ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს მატჩი, 6-წლიანი დაგვიანების შემდეგ „ვიტ ჯორჯია" ქუთაისში პირველად დაამარცხეს(2:0) და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მიითვალეს.
"ტორპედო" 2:0 "ვიტ-ჯორჯია"
გოლები: გიორგი ბერიაშვილი 27, ბექა ტუღუში 29 (პენალტი)