23 დეკემბერს საქართველოს 24-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგის 22-ე ტურის მატჩები გაიმართა. „ტორპედოს" ქუთაისში მეათეადგილოსანი ბოლნისის „სიონი" ესტუმრა.
უმაღლეს ლიგაში დებიუტანტი სირიელი არბიტრის გაძღოლით „ცენტრალურისთვის" უჩვეულო დროს დაწყებული მატჩი, რომელზეც დასწრება უფასო იყო, ერთობ საინტერესო, „გახსნილი" და სანახაობრივი გამოდგა. „ტორპედო" დასაწყისიდანვე ცდილობდა უპირატესობისა და თამაშის სადავეების მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ თამაშში ჩვენს გუნდს გამოჯანმრთელებული გრიგოლ დოლიძეც ეხმარებოდა. ტრავმის გამო კი ამჯერად იმერლებს გიორგი დათუნაიშვილი აკლდათ.
თამაში სახიფათო მომენტებით იმდენად დახუნძლული იყო, რომ ადეკვატური იქნება ,თუ მხოლოდ გამორჩეულებს დავღწერთ...
3’ - გრიგალაშვილის ძლიერი დარტყმით ბურთმა ხარიხა შეაზანზარა.
14’ - მარჯვენა ფლანგიდან დოლიძემ ჩააწოდა ბურთი, რომელიც სტუმართა საჯარიმოში მყოფმა ჯოჯუამ ხელით გააჩერა და მსაჯმაც დაუყონებლივ დააჯარიმა იგი. პენალტიდან ბურთი გიორგი კუხიანიძემ ისე ძლიერად გაუშვა მახვილ კუთხეში, ძნელი სავარაუდოა, რომ დარტყმის მომენტში კარის შუაში მდგომ რომელიმე მეკარეს მისი მოგერიება შეძლებოდა.
19’ - ჭანკოტაძემ „ტორპედოს" კართან ახლოს მკერდით გააჩერა ბურთი, კარშიც დაარტყა და გურულმა განმუხტა სიტუაცია.
22’ - მარჯვენა ფლანგიდან ბერიაშვილის ჩაწოდებული ბურთი ხარიხას შეეხო და საპირისპირო ფლანგზე აღმოჩნდა, სადაც კუხიანიძემ გააჩერა იგი და საჯარიმოს ნიშნულის რკალში მყოფი დოლიძე მონახა, ამ უკანასკნელმა ერთშეხებაში დაუგდო გიგაურს, რომელმაც პირდაპირ სტყორცნა და კვლავ ხარიხამ „ივარგა", იქედან ასხლეტილი ბურთი ბერიაშვილმა შეიგდო კარისკენ დარტყმის შემდეგ მეტოქე მცველმა ბურთს ნიკა საბანაძისკენ შეუცვალა მიმართულება, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში თავისი მე-10 გოლი იოლად გაიტანა - 2:0.
25’ - ისიანი დაახლოებით 35 მეტრიდან თავზე უგდებდა მიგინეიშვილს, ბურთმა ხარიხას გავლით დატოვა მოედანი.
30’ - გ.ოქროპირიძის თავური დარტყმით ბურთი მიგინეიშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი ჭანკოტაძემ ითამაშა თავით და კარს ააცილა.
34’ - ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ბერიაშვილი მარცხენა მახვილი კუთხიდან ორ მცველს გასცდა და გრიგალაშვილს უპასა, რომელმაც ახლო მანძილიდან ვერ დაუმიზნა კარს.
42’ - დოლიძის კარგი პასით ბერიაშვილმა ბურთი კარგად დაამუშავა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ „ბეროს" დარტყმისას არ გაუმართლა.ტაიმი ლოგიკური შედეგით(2:0) დასრულდა.
მეორე ნახევარში გუნდების კლასში სხვაობა „ტორპედოს" სასარგებლოდ კვლავ შესამჩნევი იყო.
48’ - ხურციძე კარში დასარტყმელად ძალიან კარგ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ცუდად დაჰკრა ბურთს და კარს ააცილა.
53’ - სიონელმა ფეხბურთელმა „ტორპედოს" საჯარიმოსთან მოიპოვა ბურთი და საჯარიმოში შესულმა გიორგი ჭანკოტაძემ ზუსტად დაარტყა კარში - 2:1.
57’ - „ტორპედომ" ბევრი არ დაახანა სტატუს-კვოს აღსადგენად, საჯარიმოს გარეთა მარცხენა მახვილი კუთხიდან ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმული ბურთი ბობღიაშვილმა უხერხულად მოიგერია და კარში აღმოჩნდა იგი - 3:1.
ამის შემდეგ „სიონმაც" მოუხშირა შეტევებს. მიგინეიშვილმა ჯერ საჯარიმო დარტყმით ბურთი კუთხურზე გადააგდო, შემდეგ კი ისიანს აუღო.
84’ - გრიგალაშვილმა მახვილგონივრული პასი გაუკეთა შერგელაშვილს, რომელმაც კარის წინ მდგარ ფანცულაიას გადააწოდა ბურთი, გიორგიმ დაარტყა და მეკარემ მოუგერია.
87’ - „ტორპედოდან" წლის ბოლო გოლი გიორგი ბერიაშვილის ანგარიშზეა, მან ფანცულაიას გადაცემა შეირგო, მეკარესთან პირისპირ გასულმა მცველთან ჭიდილში დარტყმა მოახერხა და 4:1. მატჩის დარჩენილი წუთებიც გაილია და „ტორპედომ" 2012 წელი დიდი ანგარიშით მოგებით(4:1) დაასრულა.
ამით, 24-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ნაწილი დაიხურა და შესაბამისად, ცნობილია თუ როგორი წარმომადგენლობით განაგრძობენ საუკეთესო ექვსეულის გუნდები ასპარეზობას, ქუთათურები სატურნირო ცხრილის მე-3 საფეხურიდან განაახლებენ მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას.