10 თებერვალს, ქუთაისის „ტორპედომ" „მარბელას თასზე" ბოლო მატჩი ჩაატარა. მე-3 ადგილისთვის დაპირისპირება ტიტულოვან კიევის „დინამოსთან" შედგა.
სამწუხაროდ, აღნიშნული მატჩის ყურება გულშემატკივრებმა ინტერნეტით ვერ შეძლეს. მართალია, ხელშეკრულების თანახმად, ტურნირის ყველა თამაშის პირდაპირ ეთერში გაშუქება ერთ-ერთ რუმინულ ტელეარხს ევალებოდა და გეგმაში „ტორპედო"-„დინამო" კიევიც იყო, თუმცა დღევანდელი შეხვედრა გამონაკლისი აღმოჩნდა, რამდენადაც იგი მარბელას საფეხბურთო ცენტრის ერთ-ერთ მოედანზე გათამაშების ფინალის პარალელურად მიმდინარეობდა.
კიეველებთან მატჩში „ტორპედო" 4-4-2 სქემით განლაგდა მოედანზე. დაცვას მარცხნიდან მარჯვნივ: ტაბატაძე, გურული, ონიანი და რიგვავა აკონტროლებდნენ(ყველა მათგანმა შეუცვლელად ითამაშა). მათ წინ ჭელიძე და კუხიანიძე მოქმედებდნენ, მარჯვენა გარემარბი დოლიძე, მარცხენა კი გრიგალაშვილი იყო. რაც შეეხება თავდამსხმელებს, ამ პოზიციაზე ტუღუში და ბერიაშვილი თამაშობდნენ.
ქართველებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს, მაგრამ ისევე, როგორც მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში, დებიუტშიც ბოლო ფაზაში მოიკოჭლებდნენ.
6’ - მარცხენა ფლანგზე დანიშნული ჯარიმიდან პორტუგალიელმა ველოსომ ბურთი ტორპედოელთა კარის ბადეს გარედან მოარტყა.
ჩვენს გუნდს სითამამე არ აკლდა და ფეხბურთელები კომბინაციურ თამაშთან ერთად შუახაზში მეტოქის ორთაბრძოლების დაახლოებით 70 პროცენტსაც იგებდნენ, მაგრამ საჯარიმოს ხაზთან მისულები ბურთს კარგავდნენ.
22’ - ნიგერიელი ტაივუს ჩაწოდებით გუსევის თავური დარტყმით ბურთი მიგინეიშვილს მიუვიდა ხელებში.
26’ - მარცხენა მხრიდან შვეიცარიელი მეხმედის გენიალური პასით წინ გამსვლელი გოლი ანდრეი იარმოლენკომ გაიტანა - 0:1.
30’ - გრიგალაშვილი ლამობდა შორი დისტანციიდან გატანას, თუმცა ბურთი კარს ვერ დაუმიზნა.
36’ - საჯარიმო დარტყმით უკრაინელმა ფეხბურთელმა ბურთი „ტორპედოს" საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მასზე პირველმა ადმირ მეხმედმა ითამაშა და 0:2. ტაიმიც ასეთი ანგარიშით დასრულდა.
თამაშის მეორე ნახევარში გუნდებმა ცვლილებებს მიმართეს. ტაიმის საწყისი 20 წუთი დინამოელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც კიდევ ორ გატანილ გოლში აისახა. 57-ე წუთზე რომან ბეზუსმა ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში, 62-ე წუთზე კი ხორვატი ნიკო კრანჩარის ლამაზი გოლი ვიხილეთ - 0:4.
62’ - „ტორპედოს" კაპიტანი მეტოქეს ფეხებში ჩაუხტა და პირისპირ გასვლით ანგარიშის გაზრდის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ თამაშში მის ნაცვლად მაქსიმე ქვილითაია ჩაერთო, რომელმაც ასევე არ გაატანანინა მასთან ერთი-ერთზე მყოფ „დინამოს" ფეხბურთელს.
73’ - დათა რიგვავას გასროლით ბურთი გზაში ერთ-ერთ უკრაინელ მცველს მოხვდა და უეფას 2-გზის გამარჯვებულის კარში აღმოჩნდა - 1:4.
გატანილმა გოლმა ტორპედოელები მეტად შეაგულიანა და თამაშის დარჩენილი დრო მეტწილად ჩვენი გუნდის ბურთთან კონტროლით მიმდინარეობდა.
80’ - გრიგალაშვილი ისე გასცდა ორ მეტოქეს, რომ მათ თავი ვერ შეიკავეს და ერთმანეთს შეეჯახნენ, ელგუჯამ კარგი პასით ბერიაშვილი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ გიორგის კიპერზე ბურთის თავზე გადაგდების მცდელობა უშედეგო იყო.
83’ - ონიანის გადაცემით შეცვლაზე შესულმა ნიკა საბანაძემ მეკარესთან პირისპირ ამ უკანასკნელს შანსი არ დაუტოვა - 2:4.
საბოლოოდ, ბოლო წუთებში „ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვერაფერი შეცვალეს და დღევანდელი უხვგოლიანი მატჩის მოგებით(4:2) „მარბელას თასის" მე-3 ადგილზე კიევის „დინამო" გავიდა, ქუთათურებმა კი ტურნირი მე-4 ადგილზე დაასრულეს.
13 თებერვალს, ესპანეთში მყოფი ქუთაისის „ტორპედო" ამხანაგურ მატჩს რუმინულ „ოცელულთან" გამართავს.