მატჩი ლამაზ საფეხბურთო ატმოსფეროში, სწრაფ ტემპში და საინტერესოდ მიმდინარეობდა. „ტორპედოს" მხარდასაჭერად ქუთაისიდან 80-მდე გულშემატკივარი იყო გორში, რომლებიც მხურვალედ ქომაგობდნენ თავიანთ საყვარელ გუნდს.
წინა თამაშთან შედარებით „ტორპედოს" სასტარტო შემადგენლობა იძულებითი ცვლილებების გამო სახეშეცვლილი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, დაცვის მარცხენა ფლანგზე გამწესებული ტაბატაძის უკომპლექსო, თავდაჯერებული და სასარგებლო თამაში.
4’ - ტუღუშმა საჯარიმოში შეაგდო ბურთი, რომელსაც კარის მარჯვენა კუთხესთან დათუნაიშვილი დახვდა და მეკარის ხაზთან შეაბრუნა, სადაც ორთაბრძოლაში მყოფმა საბანაძემ კარისკენ ვერ შეუცვალა ბურთს მიმართულება.
18’ - მარცხენა მხარეს დანიშნული კუთხურიდან ბურთი გრიგალაშვილმა კუხიანიძეს გადააწოდა, რომელმაც საჯარიმოში შაშიშვილს აუარა გვერდი და კარის გასწვრივ გააკეთა გადაცემა, რომელიც მცველებმა ჩაჭრეს, რის შემდეგაც კვლავ გრიგალაშვილმა ითამაშა ბურთზე და არაზუსტად დაარტყა კარში.
24’ - სალუქვაძემ საჯარიმოთი ბურთი მეკარის ბაქანთან ჩააწოდა, სადაც ჟუნიორმა დაარტყა თავი ბურთს, რომელიც მცირე მანძილით ასცდა კარს.
37’ - მატჩის უდავოდ გამორჩეული ფეხბურთელის გრიგალაშვილის შესრულებული საჯარიმო დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
40’ - კვლავ გრიგალაშვილი ურტყამდა შორი მანძილიდან, ამჯერად ბურთი სკენდერმა დაიმორჩილა.
43’ - მასპინძლები ახალკაცის წაქცევისთვის პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ ეპიზოდის შესაფასებლად იდეალურ პოზიციაზე მყოფმა პირველმა დამატებითმა ასისტენტმა ნონიკაშვილმა მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
პირველი ტაიმი ტორპედოელთა მცირე სათამაშო უპირატესობით და უგოლოდ დასრულდა.
50’ - გორელიშვილმა საჯარიმოს რკალში მყოფ გვალიას დაუტოვა ბურთი, რომელმაც ბურთი კარს ზემოთ გაუშვა.
53’ - დათუნაიშვილის პასით გრიგალაშვილმა მასპინძლებს მარცხნიდან შეუტია, ამ ეპიზოდში „ტორპედოს" ფეხბურთელები მეტოქესთან სამი-სამზე იყვნენ. ჩვენი გუნდის მე-19 ნომერმა კარგად გაწია ბურთი გვერდზე დაარტყა და სკენდერმა მოიგერია იგი.
60’ - ჟუნიორის პასით საჯარიმოს ხაზთან მყოფმა ონიანმა ფეხით დაარტყა ბურთს და გატანის შანსი ვერ გამოიყენა.
63’ - გიგაურმა შორი დისტანციიდან ძლიერად დაარტყა, სკენდერმა კუთხურზე შეძლო ბურთის გადაგდება.
65’ - გორელებმა გორელიშვილის თავურით გვიპასუხეს - ბურთი მიგინეიშვილმა კარის ხაზზე „გააქვავა".
ამის შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ მათ საგოლე მომენტების დეფიციტი ჰქონდათ.
83’ - ქუთაისელთა შეტევა რიგვავამ დაიწყო, დათუნაიშვილის, ტაბატაძის, კუხიანიძისა და ტუღუშის სვლის შემდეგ ბურთი კარიდან 25 მეტრის მოშორებით მყოფმა გრიგალაშვილმა მიიღო და კარში დაჰკრა, მცირე რიკოშეტის შემდეგ ბურთი სკენდერმა ვერ შეიმაგრა ხელებში, რის შემდეგაც ნიკა საბანაძემ ფხიზლად ითამაშა, მეკარის შეცდომით ისარგებლა და დამატებაზე დალაშქრა „დილას" კარი - 0:1.
დარჩენილ დროში მასპინძლებმა სტუმრებს პრობლემები ვეღარ შეუქმნეს. საბოლოოდ, გია გეგუჩაძის გუნდმა ქუთაისში განცდილი მარცხისთვის(0:1) რევანში აიღო და კონკურენტთან მატჩში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა.
"დილა" 0:1 "ტორპედო"
გოლი: საბანაძე 83
"დილა”: მარინ სკენდერი, ლაშა სალუქვაძე (კაპ.), გიორგი ონიანი, გიორგი შაშიაშვილი, რომან ახალკაცი (ირაკლი მოდებაძე, 76), მიხეილ გორელიშვილი, დავით კვირკველია, ნათან ჟუნიორი, ირაკლი კლიმიაშვილი, გიგა ბეჭვაია, ლაშა გვალია (გიორგი კახელიშვილი, 59).
"ტორპედო”: ომარ მიგინეიშვილი (კაპ.), ზაზა ჭელიძე, გიორგი გურული, დათა რიგვავა, ვაჟა ტაბატაძე, მერაბ გიგაური (ნიკა ფირცხალავა, 77), გიორგი დათუნაიშვილი, გიორგი კუხიანიძე, ბექა ტუღუში (გიორგი ფანცულაია, 70), ელგუჯა გრიგალაშვილი, ნიკა საბანაძე.
გაფრთხილებები: ბეჭვაია (47), გიგაური (52), გრიგალაშვილი (75), ფირცხალავა (85), კუხიანიძე (90+4).