2:36 PM “ტორპედომ” და “მეტალურგმა” ქულები გაიყვეს +Highlights | |
![]() 25-ე ეროვნული ჩემპიონატი ქუთაისში არც გუნდისთვის და არც გულშემატკივრებისთვის, კარგად არ დაწყებულა. გუნდმა გამარჯვება ვერ მოიპოვა, ხოლო "ტორპედოს” ფანკლუბს ხელმძღვანელობა სტადიონზე არ უშვებდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ "ჯუნგლები” კლუბის ხელმძღვანელობის მუშაობით არიან უკმაყოფილო. თუმცა, "ჯუნგლებმა” თავისი გაიტანეს და სტადიონზე მაინც შევიდნენ. მატჩამდე გაისმა საქართველოს ჰიმნი და წუთიერი დუმილი ხუთი წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების საპატივცემულოდ. რაც შეეხება თავად მატჩს: ორივე გუნდმა ერთნაირი სათამაშო სქემა ირჩია 4-4-2. ერთადერთი სიახლე ჟერარდ სარაგოსა მულეტმა ის შემოგვთავაზა, რომ განაპირა მცველი ვაჟა ტაბატაძე ნახევარდაცვაში აწია. დასაწყისი და მთლიანად პირველი ტაიმი ქუთაისელების იყო. პირველივე წუთზე ბედიაშვილმა საბანაძის დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ მე-4 წუთზე რუსთაველთა მეკარე უძლური იყო თავისიანები კაპანაძის თავურის შემდეგ გადაერჩინა. არადა, ტანმორჩილმა კაპანაძემ რუსთაველთა გაცილებით მაღალ მცველებს აჯობა. სახიფათო მომენტი რუსთაველებმაც შექმნეს, მაგრამ გეწაძემ სუსტად დაარტყა. მასპინძლები კი სახიფათოდ ასრულებდნენ სტანდარტულ მდგომარეობებს, ამასთან ახალგაზრდა ტორპედოელები სისწრაფითაც ჯაბნიდნენ მეტოქეს. განსაკუთრებით ტაბატაძის წინააღმდეგ უჭირდათ სტუმრებს და მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე ახერხებდნენ მის შეჩერებას. პირველ ტაიმში "ტორპედოს” დაცვა ორჯერ მაინც ჩავარდა. ჯერ გავაშელიშვილი დატოვეს უყურადღებოდ და რუსთაველი სიზუსტემ დააღალატა, ხოლო ბოლო წუთზე სანდოხაძე შეცდა და ბერიაშვილი თავის მეკარეს პირისპირ შეატოვა, რომელმაც ქვილითაია თითქოს მოატყუა კიდეც, მაგრამ მეკარემ სასწაულებრივად მოიხელთა ბურთი. ამ მომენტებს შორის საბანაძეს შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მისი ორი მცდელობა ამაო გამოდგა. განსხვავებული სცენარით დაიწყო მეორე ტაიმი და მეტალურგთა პირველივე შეტევა გოლით დასრულდა. საჯარიმოში უყურადღებოდ გაისარჯნენ მასპინძელთა ცენტრალური მცველები, რითიც ისარგებლა კირკიტაძემ და ბერიაშვილის პასის შემდეგ ბურთს თავით მიუჩინა ადგილი მასპინძელთა კარში. გაშვებულმა გოლმა მასპინძლები "აჭრა” და უფრო გამოცდილმა რუსთაველებმა მთლიანად იგდეს ხელთ სათამაშო უპირატესობა. სტუმართა ნახევარმცველები უკვე აშკარად ჯაბნიდნენ თავიანთ მეურვეებს. ერთია, რაიმე განსაკუთრებულის შექმნას ვერ ახერხებდნენ. სარაგოსამ სიტუაციის შეცვლა ფანცულაიას მოედანზე შეშვებით სცადა და გამოუვიდა კიდეც. მასპინძლებმა თანდათან დაალაგეს თამაში. მალე საბანაძემ და კირკიტაძემ სახიფათო დარტყმები გაცვალეს. 74-ე წუთზე კუხიანიძის შესრულებული საჯარიმო, ბედიაშვილმა გაჭირვებით მოიგერია. შემდეგი ფანცულაიას რეიდი და მცირედით აცილებული ბურთი იყო. გატანა გიგაურმა სცადა, მაგრამ მხოლოდ კუთხურს დასჯერდა. ყველაზე სახიფათო კაპანაძის თავური დარყმა იყო, რომელსაც ბედიაშვილი ეფექტურ ნახტომში დაეუფლა. საბოლოოდ ფრე და გუნდებმა პირველი ქულები მოიპოვეს. XXV ეროვნული ჩემპიონატი, I ტური ტორპედო – მეტალურგი 1:1 ქუთაისი. ცენტრალური გოლი: 1:0 კაპანაძე (4), 1:1 კირკიტაძე (46) ტორპედო: ქვილითაია, მთივლიშვილი (მზევაშვილი 46), ზაზა ჭელიძე, სანდოხაძე, უბილავა, გიგაური, ტაბატაძე, კაპანაძე, გოროზია (ფანცულაია 64), საბანაძე (ახვლედიანი 77), კუხიანიძე მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე, გავაშელიშვილი, ჯაფარიძე (სუხიაშვილი 18), გეწაძე, ორბელაძე, რაზმაძე (დობროვოლსკი 46), ბერიაშვილი, გურეშიძე, კორღალიძე (ფიფია 70), კირკიტაძე | |
|
სულ კომენტარები: 0 | |