10:21 PM „ტორპედო“ ავსტრიაშია და ვარჯიშებს შეუდგა | |
![]() 18 ივნისს, თბილისი-მიუნხენის ავიარეისით ქუთაისის „ტორპედომ" ავსტრიისკენ აიღო გეზი, გერმანიის ქალაქიდან ავტობუსით დანიშნულების ადგილამდე ორ საათ ნახევარი იმგზავრა და სასტუმრო „Bundessportcentrum"-ში დაბანაკდა. გუშინვე ტორპედომ ავსტრიის ულამაზეს კურორტ ობერტრაუნში პირველი ვარჯიში გამართა. მზადება იდეალურ პირობებში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, გარდა გიორგი კუხიანიძისა და ნიკა ფირცხალავას, რომლებსაც მცირე ტრავმები აქვთ. რაც შეეხება დღევანდელ განრიგს, დილით, ფეხბურთელებმა სპორტულ დარბაზში კორდინაციასა და სისწრაფეზე ივარჯიშეს. საღამოს კი ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით მინდორზე კვლავ ტექნიკურ-ტაქტიკური ვარჯიში ჩატარდება. „ტორპედოს" განკარგულებაშია 4 ბუნებრივი და 1 ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ღია და დახურული აუზები. ასევე, ტანვარჯიშისა და სატრენაჟორო დარბაზები. წყარო: fctorpedo.ge | |
|
სულ კომენტარები: 0 | |