ლონდონის "ჩელსის" ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი და გუნდის დამრიგებელი რობერტო დი მატეო"ლივერპულთან" გასამართ მატჩზე საუბრობენ.
პირველ რიგში,"არისტოკრატებმა" დაკარგული ლიდერობის დაბრუნება უნდა სცადონ,ხოლო ფერნანდო ტორესი ყოფილი გუნდის პირველად დამწუხრებას გეგმავს.
2011 წელს ელ ნინიომ "ლივერპული" დატოვა და მას შემდეგ ამ გუნდის წინააღმდეგ ჩატარებულ სამ შეხვედრაში ერთო ბურთის შეგდებაც კი ვერ შეძლო.
"ლივერპულში" ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი გავატარე,მაგრამ ეს უკვე წარსულია,ახლა "ჩელსის" ფეხბურთელი ვარ.წინა ტურში ლიდერობა დავკარგეთ და ჯერ-ჯერობით პირველ პოზიციას ვერ დავიბრუნებთ."მანჩესტერს" ჰანდიკაპის გაზრდის საშუალება მაინც აღარ უნდა მივცეთ."ლივერის" კარი ჯერ არ დამილაშქრავს და ვეცდები ამ უსიამოვნო ტრადიციას ბოლო ახლა მოვუღო,ჩემი თანამემამულე მეგობარის,პეპე რეინას კარი ავიღო და სრულიას "სტემფორდ ბრიჯი" ვასიამოვნო."-დასძინა ელ ნინიომ.
ესპანელ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე შვიდი გოლი აქვს გატანილი,რასაც მისი ყოფილი თანაგუნდელი,"ლივერპულელი" მარტინ შკრტნელი ყურადღებას არ აქცევს.მან განაცხადა,რომ რამდენადაც ცუდ ფორმაში არ უნდა იყოს,ტორესი მაინც ტორესია და მის გასაჩერებლად ძალღონეს არ დაიშურებს.
"ჩელსის" ამ შეხვედრაში კაპიტანი ჯონ ტერი დაუბრუნდება,რომლის გარეშეც ჩატარებულ 5 შეხვედრაში ლონდონურმა კლუბმა 12 ბურთი გაუშვა.ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ,ტერი ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში არ იმყოფება,მაგრამ რობერტო დი მატეო მისთვის ნდობის გამოცხადებას მაინც აპირებს და აცხადებს,რომ თუ არ ათამაშა,ფორმას ვერ დაიბრუნებს.ტერისგან განსხვავებით ვერ ითამაშებს ეშლი კოული.ბრენდან როჯერსის გუნდს კი დანაკლისი არა აქვს,პირიქით მან "ანჟისთან" მატჩში ჯერარდი,სუარესი,ჯონსონი,აგერი,შკრტნელი,ალენი,შაჰინი,სტერლინგი,ხოსე ენრიკე და რეინა დაასვენა.
"ლივერპული ჩვენთვის მეტად რთული მეტოქეა.ისინი ყოველთვის კარგად თამაშობენ ჩვენ წინააღმდეგ და შედეგს აღწევენ.მათთან ძალზე ძნელია თამაში და მით უმეტეს,მათი დამარცხება.განვლილ სამ სეზონში მსგავსი ფაქტები ხშირი იყო.ამიტომაც,სიფრთხილე გვმართებს,კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და საკუთარი თამაში ვაჩვენოთ.ამ შემთხვევაში,უადგილოა საუბარი იმაზე,თუ რომელი გუნდი როგორ ფორმაშია,ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში უშეღავათო იქნება."-განუცხადა დი მატეომ "ჩელსის" ოფიციალურ ვებ-გვერდს.