"ელ ნინიოს" მადრიდში შესაძლო დაბრუნება სავსებით რეალურია.
ფერნანდო ტორესმა კვლავ ვერ დაიწყო ისეთი თამაშის ჩვენება, როგორსაც ელოდნენ, რომელიც "არისტოკრატებმა" "ლივერპულისგან" 50 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინეს. "სტემფორდ ბრიჯზე" დემბა ბას მისვლის შემდეგ კი ტორესის პერსპექტივები უფრო და უფრო შემცირდა, რაც იანვარში მის ლონდონიდან შესაძლო აბარგებას უფრო რეალურს ხდის.
ფერნანდო ტორესისთვის ახლა გადაბარგების ყველაზე კარგი ვარიანტი მადრიდის "ატლეტიკოა". მადრიდელების რიგები უკვე იანვარში შესაძლოა დატოვოს ადრიან ლოპესმა, სწორედ ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობა იმ თავდამსხმელს ეძებს, რომელიც რადამელ ფალკაოსთან თავდასხმის ხაზის დუეტს შექმნის.
მადრიდული პრესის ინფორმაციით, სწორედ ტორესის ხილვა სურს მადრიდელების ხელმძღვანელებს საკუთარ გუნდში. იმის გათვალისწინებით, რომ "ჩელსიში" დემბა ბას მისვლის შემდეგ ფერნანდოს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსები მცირდება, მისი "ატლეტიკოში" გადაბარგება სავსებით რეალურია. გარდა ამისა, "როხიბლანკო" "ელ ნინიოს" გადაბირების მეორე ვარიანტსაც განიხილავს - არენდით აყვანა სეზონის დასრულების შემდეგ გამოსყიდვის უფლებით.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2016-წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.