9:26 PM ტორესი: “ამიერიდან ტაიტის ფანი ვარ” | |
![]() ფერნანდო ტორესმა, რომელმაც გუშინ ტაიტის ნაკრებს 4 გოლი გაუტანა, საინტერესო განცხადება გააკეთა. "ტაიტიზე ცუდად ლაპარაკი არ შეიძლება. ჩვენს წინააღმდეგ უფრო დაბალი დონის გუნდები გახსნილად ხშირად არ თამაშობენ. ტაიტიმ ყველას აჩვენა, რომ ფეხბურთის თამაში უნდა. მათ პატივს ვცემდით, მაგრამ მთელი ძალებით ვეთამაშებოდით. უბრალოდ კარგად ვითამაშეთ და გოლები თავისით მოვიდა. გასაოცარია, როგორ უჭერდნენ მხარს სტადიონის ტრიბუნაზე მყოფი ტაიტელები ეროვნულ ნაკრებს. ისინი მაინც აგრძელებდნენ ბრძოლას, მიუხედავად ანგარიშისა. ამიერიდან ტაიტის ფანი ვარ”, – განაცხადა ფერნანდო ტორესმა. წყარო: Football Espana | |
|
სულ კომენტარები: 0 | |