9:42 PM ტონი ადამსი: “არსენალი” ტიტულს კიდევ დიდ ხანს ვერ მოიგებს | |
![]() ლონდონის "არსენალის” ყოფილმა კაპიტანმა, ტონი ადამსმა პრესასთან საუბარში გამოთქვა თავისი აზრი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და მის მწვრთნელზე. ინგლისელის თქმით, კლუბი ტიტულის მოგებას კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს. ადამს სურს ნახოს ყოფილი გუნდი როგორ ზეიმობს გაჩემპიონებას, თუმცა მისი აზრით ეს იქამდე არ მოხდება, სანამ "მეთოფეებს” სათავეში არსენ ვენგერი და მისი სტაფი ედგება.
"დროა "არსენალმა” კვლავ მოიგოს რამე, თუნდაც ეს იყოს ნაკლებად პრესტიჟული გათამაშება, "ფა ქაფი” ან რაიმე მსგავსი. თუმცა მე ვერ ვხედავ ამის საფუძველს.” განაცხადა 46 წლის ტონი ადამსმა, რომელსაც ინგლისის ეროვნული ნაკრების მაისურით 66 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხოლო "არსენალის” რიგებში 504. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |