8:11 PM
ტიტანების ბრძოლა

დღეს უდიდესი საფეხბურთო დღესასწაულის მოლოდინშია საფეხბურთო სამყარო ინგლისიდან, კერძოდ ლონდონის "სტემფორდ ბრიჯის" სტადიონიდან. სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ლონდონის "ჩელსი", რომელიც წლევანდელ პრემიერ ლიგაში დაუმარცხებლად ასპარეზობს და სამართლიანადაც ლიდერობს ჩემპიონატს 22 ქულით, ინგლისის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება. მატჩი უდიდეს ინტერესს იწვევს, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც ჩელსის უკავშირდება, დონეცკში 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ შეძლებენ თუ არა ლონდონელები მანჩესტერელთა წინააღმდეგობის დაძლევას და მანჩესტერ სიტისთან ერთად კვლავაც დაუმარცხებლად განაგრძობენ ჩემპიონატს?! (მოგეხსენებათ "სიტიმ" გუშინ 1:0 დაამარცხა სუონსი)

ორივე გუნდს საკადრო პრობლემები აქვს, განსაკუთრებით მასპინძლებს.
"ჩელსის" გუნდის ლიდერები ფრენკ ლამპარდი და ჯონ ტერი ვერ დაეხმარებიან დღევანდელ მატჩში- პირველ მათგანს ტრამვა აწუხებს, ხოლო ლონდონელთა კაპიტანი დისკვალიფიცირებულია. 

მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებია მოწინააღმდეგე გუნდის ბანაკშიც, "მანიკუნიანელებს” შინჯი კაგავას გარეშე მოუწევთ ლონდონელთა წინააღმდეგობის დაძლევა, რაც, რასაკვირველია, უდიდესი დანაკლისი იქნება დღევანდელ მატჩში მანჩესტერელთათვის. ასევე ფილ ჯონსი და ანდერს ლინდეგაარდი ვერ გავლენ დღეს ლონდონელთა წინააღმდეგ სათამაშოდ.

მიუხედავად გარკვეული საკადრო პრობლემებისა, ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რაც მატჩს უფრო საინტერესოს გახდის. საინტერესო იქნება ფერნანდო ტორესის თამაში, მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს ჩელსის თავკაცისათვის დასამტკიცებელი, რამეთუ, მოგეხსენებათ, "ელ ნინიო” ძველებურად ვერ ბრწყინავს და გოლების გატანასაც საკმაოდ მოუკლო. 

ტორესისაგან განსხვავებით შესანიშნავ ბომბარდირულ ნიჭს ამჟღავნებს რობინ ვან პერსი, რომელიც მანჩესტერელთა მთავარი დამრტყმელი ძალაა უეინ რუნისთან ერთად. ჰოლანდიელი 6 გატანილი ბურთის წყალობით მიმდინარე გათამაშებაში ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს. ვნახოთ, დღეს ვინ აჯობებს: ფერნანდო ტორესი თუ რობინ ვან პერსი?! ნებისმიერ შემთხვევაში შესანიშნავი მატჩი ელის მთლიანად საფეხბურთო სამყაროს.

ჩელსის ფეხბურთელები გასამარჯვებლად ყველაფერს გააკეთებენ, თუმცა უეინ რუნი და კომპანია შეეცდება ჩელსის პირველი მარცხი აგემონ მიმდინარე გათამაშებაში და თანაც საკუთარ კედლებში.

ეს არის მატჩი, რომელსაც "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები უდიდესი ინტერესით ხვდებიან, თავიანთი საყვარელი გუნდის გამარჯვების მოლოდინში, ნეიტრალური გულშემატკივარი კი ბევრ გატანილ გოლს და წმინდა საფეხბურთო დღესასწაულს ელოდება ინგლისის დედაქალაქიდან, სადაც თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება პრემიერ ლიგის დღის უკანასკნელი შეხვედრა.

ნანახია: 310 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ტიტანების ბრძოლა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: