10:11 AM
ტიაგო სილვა “პსჟ”-ს დატოვებას არ აპირებს



"პსჟ”-ს მცველმა ტიაგო სილვამ სამუშაო ადგილის შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებული გავრცელებული ჭორები უარყო.

ცოტა ხნის წინ, პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 28-წლის ბრაზილიელის თავის რიგებში გადაბირებას "ბარსელონა” გეგმავს, თუმცა, როგორც ჩანს, თავად ფეხბურთელი სამუშაო ადგილის შეცვლაზე არ ფიქრობს.

"მოხარული ვარ, რომ ისეთი ამბიციური პროექტის ნაწილი ვარ, როგორიც "პარი სენ ჟერმენია”. პარიზში ბედნიერი ვარ. მიმდინარე სეზონში ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე გავედით, სადაც დაძაბულ ბრძოლაში "ბარსელონასთან” დავმარცხდით. ვიმედოვნებ, მომდევნო სეზონში უფრო უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ”, – აცხადებს ტიაგო სილვა.

"რაც შეეხება ჩემს ტრანსფერთან დაკავშირებულ ჭორებს, მაშინ ვიტყვი, რომ ისინი სიმართლეს არ შეესაბამებიან”.

ლიგა 1-ის მიმდინარე გათამაშებაში ტიაგო სილვამ ტრავმის გამო "პსჟ”-ს მაისური მხოლოდ 21 შეხვედრაში მოირგო.

ნანახია: 335 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: