9:16 AM ტიაგო სილვა – “ბარსელონას” უკანასკნელი მიზანი | |
![]() "ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ გუნდის საზაფხულო დაკომპლექტების დასრულებისთვის კლუბს მხოლოდ ერთი ფეხბურთელის ყიდვაღა სჭირდება. ნეიმარის შეძენის შემდეგ, ტიტო ვილანოვას გუნდში მხოლოდ ერთი პრობლემატური პოზიცია დარჩა – დაცვის ხაზის ცენტრი. ამ პოზიციის გაძლიერების ერთ-ერთ კანდიდატად რჩება ლონდონის "ჩელსის” უკანახაზელი დავიდ ლუისი. მიუხედავად ამისა, როგორც ადრე, "ბლაუგრანას” თავკაცი ბრაზილიელს მის თანამემამულე ტიაგო სილვას ახლაც ამჯობინებს. ამ ეტაპზე, "პსჟ”-ს კაპიტანის ხელში ჩაგდებისათვის "ბარსას” საკმარისი სახსრები არ აქვს, თუმცა კატალონიელები ამ ზაფხულს შემადგენლობის განტვირთვას აპირებენ, რის შედეგადაც სატრანსფერო ბიუჯეტს გაზრდიან და კიდევ ერთი ვარსკვლავური შენაძენის განხორციელებისთვის, რომელიც შესაძლოა სილვა აღმოჩნდეს, მზად იქნებიან. დიდია ალბათობა იმისა, რომ კლუბს, ძალიან მალე, ტიაგო ალკანტარა დატოვებს. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშაა დავიდ ვილიას კატალონიური მომავალიც. ამ ფეხბურთელების ტრანსფერებით, ადგილობრივი გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონა” დაახლოებით 20 მილიონ ევროზე მეტის გამომუშავებას მოახერხებს, რომელიც ახალი მცველის შეძენას მოხმარდება. გარდა ამისა, წყარო ასევე იუწყება, რომ ტიაგო სილვას კლუბში მისვლა "ბარსელონას” ამჟამინდელი ცენტრბეკების პოზიციებს შეარყევს. ასე რომ, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული აღარ ექნება ხერარდ პიკეს, საუბარი აღარაა ხავიერ მასკერანოს, მარკ ბარტრასა და კარლეს პუიოლზე, რომელსაც თანდათანობით ასაკის მომატებასთან ერთად ტრავმები უფრო და უფრო ტანჯავს. წყარო: Sport.es | |
|
სულ კომენტარები: 0 | |