11:14 PM ტიაგო ალკანტარა – 21 წლმადელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი | |
![]() მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ დასრულდა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის, რომლის ფინალშიდაც ესპანეთის ოცდაერთწლამელთა ნაკრებმა იტალიელ თანატოლებს 4-2 სძლია და შესაბამისად აღნიშნულ ტიტულსაც დაეუფლა. ტურნირის დასკვნით მატჩში ჰეტ-თრიკი "ფური როხას” კაპიტანმა, ტიაგო ალკანტარამ შეასრულა, რის შემდეგაც იგი აღნიშნული გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ესპანელმა ეს ტიტული 2011 წელსაც მოიგო. მაშინ, ახლანდელი გუნდიდან "ბარსელონას” ფეხბურთელთან ერთად "მანჩესტერის” კიპერი, დავიდ დე ხეაც თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ ეს ორი ფეხბურთელი ტურნირის საუკეთესო 23 ფეხბურთელთა შორის მოხვდნენ. გარდა ამისა, ამ მოთამაშეთა სიაში მოხვდა ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი მიმიდინარე ევროპის ჩემპიონატზე – ალვარო მორატა, რომელმაც ხუთ მატჩში ოთხ გოლს მოუყარა თავი. ასევე, ამ ჩამონათვალში მოხვდნენ: "ბენფიკას” შემტევი – როდრიგო, ნახევარმცველი ისკო, რომელმაც ამ ტურნირზე სამი გოლი გაიტანა, ნახევარმცველები – ასიერ ილარამენდი და კოკე რესურესიონი, ასევე მცველები – მარკ ბარტრა, ინიგო მარტინესი, მარტინ მონტოია და ალბერტო მორენო. წყარო: AS | |
|
სულ კომენტარები: 0 | |