7:19 PM ტევესის აგენტი “მილანთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს | |
![]() შესაძლოა, არგენტინელი ფორვარდი იტალიაში აღმოჩნდეს. იტალიური პრესა იტყობინება, რომ გუშინ, "მანჩესტერ სიტის” არგენტინელი თავდამსხმელის კარლოს ტევესის აგენტი, კია ჯურაბჩიანი, მილანში ჩაფრინდა და "როსონერის” ხელმძღვანელებს შეხვდა, რათა ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერი განეხილა. ტევესს მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2014-წლის ზაფხულში ეწურება, და არაა გამორიცხული, რომ კლუბმა ფეხბურთელი უკვე ახლა გაყიდოს, რათა მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვების საშიშროება მოსპოს. შეგახსენებთ, 29-წლის კარლოსის მიმართ ინტერესს "ლივერპული” და "იუვენტუსიც” იჩენენ, "მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ კი განაცხადა, რომ ტევესი მზადაა "როსონერის” მაისურის მორგების გამო ხელფასის შემცირებას დათანხმდეს. წყარო: Sky Sport Italia | |
|
სულ კომენტარები: 0 | |