12:11 PM
ტევესი “იუვენტუსს” შეუთანხმდა?



არგენტინელი ფორვარდი ტურინში გადაბარგებასთან ახლოსაა.

Sport Mediaset იტყობინება, რომ "მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა "ბებერ ქალბატონთან” პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა. იტალიური კლუბის გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ ის არგუმენტები იპოვნა, რომლებმაც კარლიტოსი შეთავაზების მიღებაში დაარწმუნა.

აღსანიშნავია, რომ თავიდან ტევესი წელიწადში 8 მილიონ ევროიან ხელფასს ითხოვდა, თუმცა ახლა ცნობილია, რომ კომპრომისი მიღწეულია. ამ ტრანსფერის განსახორციელებლად "იუვეს” ისღა დარჩენა "მან სიტისთან” მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ 29-წლის არგენტინელის გადაბირების სხვა პრეტენდენტად ფრანგული "მონაკო” მიიჩნეოდა.

წყარო: Sportmediaset

ნანახია: 329 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: