10:05 PM ტევესი: “იუვენტუსი” უფრო ამბიციური გუნდია, ვიდრე “მანჩესტერ სიტი” | |
![]() "იუვენტუსის” ახალწვეულმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია ათნომრიანი მაისურის მორგება. "ბოკა ხუნიორსის” შემადგენლობაშიც ათნომრიანი მაისურით ვასპარეზობდი, რომელიც თავის დროზე მარადონას ეკუთვნოდა. ათ ნომერს პატივს ვცემ, თუმცა ყველაზე მთავარი – მძიმე მუშაობაა, ჩემი გუნდის საკეთილდღეოდ”. "ორი წლის წინაც მქონდა "იუვენტუსში” გადაბარგების შესაძლებლობა. თუმცა, 2011-წელს ეს შეუძლებელი იყო, ახლა კი მხოლოდ "ბიანკონერიმ” შემომთავაზა სერიოზული წინადადება”. "მინდა ავღნიშნო ისიც, რომ "იუვენტუსი” უფრო ამბიციური გუნდია, ვიდრე "მანჩესტერ სიტი”. "მილანი”? გალიანის სულ ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი, არ ვიცი, რატომ მიწოდა მან "გამყიდველი”, – განაცხადა ტევესმა. ცნობისათვის, ტეევსის ტრანსფერი "იუვენტუსს” 9 მილიონი ევრო დაუჯდა. წყარო: THE SUN | |
|
სულ კომენტარები: 0 | |