9:00 AM
ტერი მოლაპარაკებებს "ვალენსიასთან" აწარმოებს

როგორც ჩანს, ლონდონის "ჩელსის" კაპიტანს ესპანეთში გადაბარგება სურს.

წყარომ, რომელსაც შეხება აქვს "ვალენსიასთან", Sky Sports-ს შეატყობინა, რომ ფეხბურთელის აგენტმა თავისი კლიენტი "ღამურებს" შესთავაზა.

"ჩვენ ვმუშაობთ სატრანსფერო ბაზარზე, ვაკვირდებით ბევრ ფეხბურთელს. ჯონ ტერი აგენტების მიერ შემოთავაზებულ სიაშია, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია გადაწყვეტილი." - განაცხადა წყარომ.

ფიფას აგენტმა, ფრანსუა გალარდომ, ერთ-ერთ ინტერვიუში გაამხილა, რომ "ვალენსიასა" და ტერის შორის მოლაპარაკებაში იღებს მონაწილეობას. მისი თქმით, მცველმა ლონდონი შესაძლოა ზამთარში დატოვოს.

"ტერის "ჩელსისთან" კონტრაქტი ივნისში ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს, მას ესპანეთში სურს გადასვლა." - განაცხადა აგენტმა.

"ეს პროცესი 15 დღის წინ დაიწყო და ორი შეხვედრა უკვე გაიმართა. შეთავაზება ფეხბურთელს მაგიდაზე უდევს - წელიწადნახევრიანი კონტრაქტი, პლიუს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების საშუალება. ვფიქრობ, ამ წინადადებას ის დათანხმდება."
 
ნანახია: 296 | დაამატა: RoM@N | ტეგები: ტერი მოლაპარაკებებს ვალენსიასთან აწ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: