1:07 PM
ტერ შტეგენი – “ბარსელონას” პრიორიტეტი



კატალონიელებს ვიქტორ ვალდესის შეცვლა მარკ-ანდრე ტერ შტეგენით სურთ.

"ბარსელონა” ვალდესის შემცვლელს დაჟინებით ეძებს, რომელიც, დიდი ალბათობით, ამ ზაფხულს კლუბს დატოვებს.

ამ ეტაპზე ესპანურ გრანდს აქცენტი პეპე რეინაზე, ვისენტე გუაიტასა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე აქვს გამახვილებული.

თავიდან "ბარსელონამ” პეპე რეინას შეძენა სცადა, თუმცა "ლივერპულმა” თავისი პირველი ნომრის სანაცვლოდ ძალიან მაღალი თანხა მოითხოვა. იგივე სიტუაციაა "ვალენსიას” კარის დარაჯის მიმართებაში.

სწორედ ამიტომ, კატალონიელებმა გადაწყვიტეს 21-წლის ტერ შტეგენის ტრანსფერზე მოეხდინათ კონცენტრაცია. "გლადბახის” პერსპექტიული მეკარის სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენს.

ნანახია: 312 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: