10:15 AM
ტელიომ კონტრაქტი გაახანგრძლივა






კრისტიან ტელიო, კატალონიელთა რიგებში, მინუმუმ 2016 წლამდე ითამაშებს.

"ბარსელონამ" მიაღწია ახალგაზრდა თავდამსხმელთან შეთანხმებას. ახალი ხელშეკრულება, ფეხბურთელის კლუბში 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩენას ითვალისწინებს. ორ მხარეს ბეჭედი ოფიციალურად ორშაბათს, 17 დეკემბერს, "ნოუ კამპის" ოფისებში დაერტყმევა.

ტალანტი ახალგაზრდული აკადემიიდან

კრისტიან ტელიო "ბარსელონას" რიგებში 2002 წელს ჩაირიცხა. ამის შემდეგ, ის 2007 წლამდე გამოდიოდა კატალონიელთა რიგებში. შემდეგ "ესპანიოლში" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად, იჯარის წესით გადავიდა. კრისტიანი "ბარსას" რეზერვში, 2010 წელს დაბრუნდა. თანდათანური პროგრესით, მან აქამდე მოაღწია.

ტელიოს დებიუტი "ბლაუგრანას" პირველ გუნდში, 2011 წლის 8 ნოემბერს, "ჰოსპიტალიტეტის" წინააღმდეგ "კოპა დელ რეიზე" შედგა. მან ამ თამაშში ორი ბურთი შეაგდო. "პრიმერა დივიზიონში" პირველი მატჩის ჩატარება, კი რამოდენიმე კვირაში, 2012 წლის 28 იანვარში, "ვილიარეალის" წინააღმდეგ მოუწია. ამ შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა "რეალ სოსიედადს" პირველი გოლო გაუტანა "ლა ლიგაში".



ნანახია: 271 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: