6:43 PM ტელიო კიევის “დინამოსაც” მოუნდა | |
![]() უკრაინული კლუბის ინტერესების სფეროში "ბარსელონას” თავდამსხმელი მოექცა. "ბარსელონასა” და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების 21-წლის თავდამსხმელი კრისტიან ტელიო ევროპაში დიდი მოთხოვნით სარგებლობს. როგორც რადიოსადგური RAC1 იტყობინება, "ლივერპული”, "არსენალი”, "ტოტენჰემი” და კიევის "დინამო” მზად არიან ნიჭიერი ფეხბურთელისათვის იბრძოლონ, ამ კლუბებიდან უკანასკნელმა კი "ბლაუგრანას” ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა. Marca-ს ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს კატალონიის დატოვება არ სურს, თუმცა კლუბის პოზიციის მოსმენასა და იმის გარკვევას აპირებს, სჭირდება თუ არა მომდევნო სეზონში იგი ესპანურ გრანდს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს ტელიომ "ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2016-წლამდე იმოქმედებს, ხოლო მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა. მიმდინარე სეზონში კრისტიანმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისურით, ყველა ტურნირის ჩათვლით, 31 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |