2:04 PM
სუსო თვითერზე დადებული კომენტარის გამო დააჯარიმეს




"ლივერპულის" ახალგაზრდა ნახევარმცველი სუსო FA-მ თვითერზე დადებული კომენტარის გამო დააჯარიმა,რომელიც საკუთარი თანაგუნდელის ხოსე ენრიკეს მისამართით იყო მიმართული.

ახლა ესპანელ ფეხბურთელს საკუთარი ჯიბის შეთხელება 10 ათასი ფუნტი სტერლინგით მოუწევს.

საკუთარ თვითერზე სუსომ ხოსე ენრიკეს სურათს,რომელსაც კბილები ახალი გათეთრებული ჰქონდა,შემდეგნაირი კომენტარი დაუტოვა:

"რას აკეთებს? ეს კაცი - გეია.ალბათ მას ტვინთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს,რის გამოც ფეხბურთის კარგად თამაშს ვერ ახერხებს".

FA-ს განცხადებაში ასე წერია: "ფეხბურთელმა აღიარა,რომ არასწორად მოიქცა.არ შეიძლება ადამიანს სექსუალურ ორიენტაციაზე ან სხვა რაიმე ნაკლზე დასცინო.ეს იგივე ფეხბურთის შეურაცყოფაა".

თავად ფეხბურთელმა ეს კომენტარი უკვე წაშალა და დაწერა,რომ მან მხოლოდ გაიხუმრა.
 
ნანახია: 261 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: