11:44 AM
“სუონსი” მიჩუს სეზონის ბოლომდე კარგავს



ფორვარდი თავისი გუნდის დახმარებას, სეზონის დასკვნით ნაწილში ვერ შეძლებს.

ინგლისის პრემიერ ლიგის დღევანდელი შეხვედრა, "მანჩესტერ სიტისა” და "სუონსის” შორის, უგოლო ფრით დასრულდა. თუმცა, მიკაელ ლაუდრუპს ცუდი ინფორმაცია მოუვიდა: ესპანელი თავდამსხმელი ტრავმირებულია.

ბრიტანული Daily Mail, "გედების” მთავარი მწვრთნელის სიტყვებს ციტირებს:

"ჩვენ მიჩუ მუხლის მყესის დაზიანების გამო, მიმდინარე სეზონში ვეღარ დაგვეხმარება. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მას მოტეხილობა აღენიშნება, მაგრამ საუკეთესო შემთხვევაშიც კი, მისთვის ეს ამ სეზონში ბოლო მატჩი იყო.”

შეგახსენებთ, ამ სეზონში მიჩუმ "სუონსის” მაისურით, 21 გოლის გატანა მოახერხა.

ნანახია: 322 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: