11:35 AM
"სუონსი": მიჩუ მხოლოდ "ბარსელონასთვის", "რეალისთვისა" და "ბაიერნისთვისაა" ხელმისაწვდომი



ინგლისურმა კლუბმა გუნდის ბომბარდირი შეაფასა.

"რაიო ვალეკანოდან" "სუონსიში" გადაბარგების შემდეგ ესპანელი ნახევარმცველი მიჩუ ინგლისის პრემიერ ლიგის მთავარ აღმოჩენად იქცა. ფეხბურთელმა, რომელმაც ინგლისური კლუბის რიგები სულ რაღაც 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეავსო, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე სულ 16 გოლის გატანა მოახერხა, სწორედ ამიტომ, იგი გავრცელებული ხმების თანახმად ევროპული გრანდების ინტერესების სფეროშია მოქცეული.

"სუონსის" მთავარმა მწვრთნელმა მიკაელ ლაუდრუპმა "ჩელსისთან" სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ მიჩუ შეაქო და მას "წლის შენაძენი" უწოდა, ასევე უარყო გავრცელებული ჭორები მის წასვლასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ კლუბი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატის გასხვისებას მხოლოდ კოლოსალური თანხის სანაცვლოდ დააპირებს.

"მე - ერთადერთი არ ვარ, ვინც მიჩუს სატრანსფერო ფასს დაადებს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მსოფლიოში არ არსებობს ძალიან ბევრი კლუბი, რომლებიც ესპანელის შეძენას შეძლებენ. შემიძლია დავასახელო კლუბები, რომლებიც მის გადაბირებას შეძლებენ: ესპანეთში - "ბარსელონა", "რეალი", ხოლო გერმანიაში "ბაიერნი". სერია ა-ს კლუბები მიჩუს შეძენას ვერ შეძლებენ, რადგან იტალიაში ფინანსური კრიზისი მძვინვარებს. როგორც ხედავთ, მიჩუს შეძენის კანდიდატთა სია არც თუ ისე დიდია. თუმცა, მე არ შემიძლია დაგისახელოთ ის თანხა, რომლის სანაცვლოდაც "სუონსი" მას შეელევა",-განაცხადა ლაუდრუპმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მიჩუს მიმართ ინტერესს ორი რუსული კლუბი "ანჟი" და "ზენიტი" იჩენდა.
 
ნანახია: 259 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: