7:38 PM სუნიგამ “იუვენტუსში” გადაბარგებაზე უარი განაცხადა | |
![]() ფეხბურთელმა "ნაპოლიში” დარჩენა და ახალ კონტრაქტზე ხელის მოწერა გადაწყვიტა. ცნობილია, რომ "იუვენტუსი” ნეაპოლელთა ლატერალეთი, კამილო სუნიგათი ინტერესდებოდა, თუმცა კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ტურინში გადაბარგება არ ისურვა. "ის, რომ "იუვენტუსი” ჩემდამი ინტერესს იჩენდა, ძალიან მესიამოვნა, თუმცა "ნაპოლის” დატოვება არ მინდა. თავს შესანიშნავად ვგრძნობ, სწორედ ამიტომ, გუნდში დარჩენის ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ”. "ვფიქრობ, ძალიან მალე, კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოვაწერ ხელს”, – განაცხადა სუნიგამ. წყარო: La Gazzetta dello sport | |
|
სულ კომენტარები: 0 | |