12:16 PM
სუბისარეტა: "ვალდესის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ"



კატალონიის "ბარსელონას სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიქტორ ვალდესი კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

"მის აგენტთან შეხვედრა გვქონდა, სადაც ვალდესის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე ვისაუბრეთ. მას ახალ კონტრაქტს ვთავაზობთ, რადგან ის მაღალი კლასის გოლიპერია და კლუბში უდიდეს სამუშაოს ასრულებს," - განაცხადა სუბისარეტამ კლუბის ოფიცალურ საიტთან ინტერვიუში.

"შეხვედრის დებიუტში მის აგენტს ვუთხარით, რომ ჩვენი მიზანი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა, მაგრამ აგენტმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მოქმედ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ვალდესი კატალონიურ კლუბში უნდა დარჩეს, არ გაახანგრძლივებს," - ამბობს სუბისარეტა.

"პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. მან ჩვენს კლუბში 12 წელი გაატარა, ამიტომ ჩვენგან მხარდაჭერას იმსახურებს."
ნანახია: 278 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: