10:02 PM
სუბისარეტა: "მილანი"-"ბარსელონა", ყოველთვის ბევრს მეტყველებს"




"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, "როსონერი" განმარტა, როგორც "მწვავე და რთული გუნდი, უდიდესი ისტორიით".

"ჩვენ ვსაუბრობთ ორ დიდ კლუბზე-"მილანი" და "ბარსა", რომელიც ყველაფერზე მიუთითებს."-ანდონი სუბისარეტას მიაჩნია, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "როსონერისთან" დაპრისპირება გამომწვევი და ამავდროულად გონივრულია: "ჩვენ მათ წინააღმდეგ, გასულ სეზონშიც ვითამაშეთ. ჩვენ ვიყავით ერთ ჯგუფში და შემდეგ ერთმანეთს მეოთხედფინალში დავუპირისპირდით. ისინი ყოველთვის მკაცრნი და რთულები არიან. აქვთ უამრავი და უდიდესი ისტორია, უზარმაზარი სტადიონი, კარგი ფეხბურთელები და ბოიანი."

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების დამაბნეველი კენჭისყრა

"როგორც ყოველთვის, უნდა ვთქვა, რომ დეკემბერში გამართული წილისყრები, ყოველთვის დამაბნეველია, რადგან ბევრი რამ შესაძლოა მოხდეს, სანამ თებერვლის შუა რიცხვები დადგება. მე მუდამ მჯერა, რომ დიდ კლუბებს აქვთ უდიდესი სულისკვეთება, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა და ყველაფერი შესაძლებელია."

"ნოუ კამპი"

"მეორე მატჩის ჩატარება საკუთარ მოედანზე, ნამდვილად იდეალურია. ეს ყოველთვის სასარგებლოა. თუმცა, ჩვენ ყველაფრის დაგეგვმა მოგვიწევს "სან სიროზე" თამაშის წინ, რათა საკუთარ კედლებში, ნერვიულობის გარეშე ვითამაშოთ."

მადლობა უეფას მხარდაჭრისათვის

ანდონი სუბისარეტა, რომელიც არ იმყოფებოდა ნიონში კენჭისყრაზე, მადლობა გადაუხადა უეფას კომიტეტს, ტიტო ვილიანოვას გვერდში დგომისათვის: "მათ ასევე მხარი დაუჭირეს ერიკ აბიდალს, რისთვისაც ასევე მადლობას მოვახსენებთ."-დაასრულა "ბლაუგრანას" სპორტულა მენეჯერმა.


ბოლოს კი გთავაზობთ ვილანოვას მხარდასაჭერ ვიდეოს და "ბარსელონას" კვირის საუკეთესო მომენტებს


ნანახია: 263 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: