გამორიცხული არაა, რომ ურუგვაელმა "ენფილდი" დატოვოს.
როგორც Goal.com იტყობინება, არაა გამორიცხული, რომ "ლივერპულის" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ზაფხულში კლუბი დატოვოს. ეს იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ მერსისაიდელები ევროთასებზე გასვლას ვერ მოახერხებენ. ასეთ შემთხვევაში სუარესს კვირაში 100 000 ფუნტი სტერლინგის მიღება ვერ შეაჩერებს.
ლუის სუარესს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, რაც ამჟამინდელი "ლივერპულისთვის" პრაქტიკულად წარმოუდგენელია. სუარესი შესაძლოა "მანჩესტერ სიტიმ" დააკმაყოფილოს, რომელიც მისი გადაბირებითაა დაინტერესებული. თუ ურუგვაელი მანჩესტერში გადაბარგდება, მაშინ იგი ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს და სოლიდურ ხელფასსაც მიიღებს. გარდა ამისა, ინგლისის მოქმედი ჩემპიონები მზად არიან "ლივერპულს" ფორვარდის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი გადაუხადონ.