9:18 PM
სუარესი შესაძლოა 10 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს



მერსესაიდული კლუბი, შესაძლოა თავის ლიდერს დიდი ხნით დაემშვიდობოს.

შეგახსენებთ, ლონდონის "ჩელსის” წინააღმდეგ პრემიერლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, ურუგვაელმა ფორვარდმა, ბრანისლავ ივანოვიჩს მხარზე უკბინა. ამჟამად, მას სერიოზული დისკვალიფიკაცია ემუქრება. ადრე არსებობდა ინფორმაცია, რომ სამ მატჩზე მეტის გამოტოვება, მას არ მოუწევდა, თუმცა ახლა უკვე ეს გამორიცხული აღარაა. Daily Star-ის მიხედვით, თავდამსხმელი შესაძლოა გუნდს 10 თამაშის განმავლობაში ვერ დაეხმაროს.

ამრიგად, სუარესმა შესაძლოა უფრო დიდი დისკვალიფიკაცია მიიღოს, პატრის ევრასთან მომხდარ ინციდენტთან შედარებით. შეგახსენებთ, ფრანგის მიმართ რასისტული შეურაცხყოფის გამო, ლუისი რვა მატჩის გამოტოვებით დაისაჯა. თუ წყაროს ვარაუდი გამართლდა, ურუგვაელი მოედანზე გასვლას, მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს.

ნანახია: 299 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: