0:14 AM სუარესი: “ლივერპულში” დარჩენას არავის დავპირვებივარ” | |
![]() როგორც ჩანს, ურუგვაელის გუშინდელი განცხადება პრესის მოგონილი ყოფილა. რამოდენიმე დღის წინ, ურუგვაულმა გამოცემა El Observador-მა "ლივერპულის” 26-წლის თავდამსხმელის, ლუის სუარესის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ მზადაა ლონდონის "არსენალს” უარი უთხრას, კლუბში დარჩეს და ახალ ხელშეკრულებასაც მოაწეროს ხელი. თუმცა, იაპონიის ეროვნულ ნაკრებთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, რომელიც ურუგვაელებმა ანგარიშით 4:2 მოიგეს, სუარესმა ეს ინფორმაცია უარყო. "მსგავსი არაფერი მითქვამს. ეს ყველაფერი ვიღაცის მოგონილია. ახლა ჩემი პრიორიტეტი ეროვნული ნაკრებია”, – განუცხადა ლუისმა იაპონურ მედიას. შეგახსენებთ, "ლივერპულმა” სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებული ორი ოფიციალური შეთავაზება უკვე უარყო, "წითლების” თავკაცმა, ბრენდან როჯერსმა კი თავდამსხმელი, კლუბის ხელმძღვანელობასთან შექმნილი კონფლიქტის შემდეგ, შემადგენლობიდან ამოაგდო და განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, მერსისაიდელები ლუისს მაინც არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გაყიდის. წყარო: The Telegraph | |
|
სულ კომენტარები: 0 | |