7:33 PM
სუარესი: "ინგლისში სამხრეთამერიკელები არ უყვართ"



"ლივერპულის" ურუგვაელმა თავდამსხმელმა კიდევ ერთი სენსაციური განცხადება გააკეთა.

ლუის სუარესმა, რომელზეც ინგლისელები ძალიან ცუდად საუბრობენ და მასზე ისიც განაცხადეს, რომ ფეხბურთის თამაშზე უფრო დიდ დროს მწვანე მინდორზე წოლით ატარებს, განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ინგლისურ მედიას აკონტროლებს და ინგლისში სამხრეთამერიკელები არ უყვართ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პრესას აკონტროლებს. ეს ძალიან დიდი კლუბია და არცაა გასაკვირი, რომ პრესა მხარს სწორედ მას უჭერს. სწორედ ამიტომაც, ჩემზე ყველა ძალიან ცუდს საუბრობს და იმასაც აცხადებენ, რომ სუარესი ინგლისში მხოლოდ სკანდალური განცხადებებითაა ცნობილი. მე კი ჩემს გამკრიტიკებლებს მოვუწოდებ, რომ ჩემს გაკრიტიკებას ჯობია ფეხბურთზე უფრო მეტი წერონ",-განაცხადა "ლივერპულის" თავდამსხმელმა.

"მატჩის მიმდინარეობის დროს ჩემ მიმართ ინგლისელი ფეხბურთელები არაერთ უწმაწურ სიტყვებს იძახიან, თუმცა მე მათ ყურადღებას არ ვაქცევ და ჩემს სამუშაოს ვასრულებ. ამ ფაქტს კარლოს ტევესიც და სერხიო აგუეროც ადასტურებენ, რომლებსაც არაერთხელ განუცხადებიათ, რომ სამხრეთამერიკელი ფეხბურთელების მიმართ ბრიტანელები ისე არ ექცევიან, როგორც სხვებს. დიახ, მე აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვარ ჩამოსული, თუმცა ყველაფერს საზღვარი აქვს",-დაასრულა სუარესმა.
 
ნანახია: 282 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: