10:34 PM სუარესი ახალ კონტრაქტს გააფორმებს? | |
![]() "წითლების” ურუგვაელი თავდამსხმელისთვის ერთდროულად რამოდენიმე ევროპული გრანდი იბრძვის, თუმცა თავად ლუისი, როგორც ჩანს, "ენფილდზე” დარჩენის წინააღმდეგი აღარაა. სუარესის გადაბირების მთავარ პრეტენდენტებად პრესა ლონდონის "არსენალსა” და მადრიდის "რეალს” მიიჩნევს. "მეთოფეებმა” ფორვარდის ტრანსფერთან დაკავშირებული ორი შეთავაზება უკვე გააკეთეს, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღეს. თავად ლუისმა არაერთხელ მოითხოვა ტრანსფერზე დაყენება და "ლივერპულს” გაფიცვითაც კი დაემუქრა. თუმცა, თავის ბოლო ინტერვიუში სუარესი ცოტა დამშვიდებული ჩანდა. "როგორც ჩანს, "ლივერპულში” ვრჩები, – აცხადებს ლუისი ურუგვაულ პრესასთან ინტერვიუში. – კარიერას სწორედ ამ კლუბში გავაგრძელებ”. შეგახსენებთ, სუარესს "წითლების” მთავარ მწვრთნელთან, ბრენდან როჯერსთან კონფლიქტი აქვს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ურუგვაული El Observador იუწყება, რომ 26-წლის ფორვარდმა შესაძლოა "ლივერპულთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივოს კიდეც. წყარო: El Observador | |
|
სულ კომენტარები: 0 | |