10:26 AM
სუარესი: “63 მილიონი ევრო? კავანი ამ თანხის თითოეული პენი ღირს”



"ლივერპულის” ფორვარდმა თავისი თანამემამულის გარშემო გაჩენილ ჭორებთან დაკავშირებით ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის” ბომბარდირს ედინსონ კავანის სახელს "მანჩესტერ სიტის”, "ჩელსისა” და "რეალს” უკავშირებენ, მისი შესაძლო ტრანსფერის ფასი კი 63 მილიონ ევროს შეადგენს.

"კავანი – წარმოუდგენელი ფეხბურთელია. მან ეს "ნაპოლის” შემადგენლობაში არაერთხელ დაამტკიცა. კლუბი ისე კარგად არ გამოიყურებოდა, როგორც ახლა, რადგან კავანიმ ნეაპოლური კოლექტივი უმაღლეს დონეზე აიყვანა”, – აცხადებს ლუის სუარესი.

"ყველა კლუბი საკუთარ სატრანსფერო სტრატეგიას ამყარებს და თავად აფასებს ფეხბურთელებს. ვფიქრობ, 63 მილიონი – კავანის სატრანსფერო ფასს სრულიად სამართლიანად შეადგენს. იგი ამ თანხის თითოეული პენი ღირს”.

წყარო: Football Italia

ნანახია: 312 | დაამატა: ROM@NI | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
f="http://www.belgacom.be/assets/r-otc/content/images/custom/E_11plus/logo-cl.png" type="image/x-icon">
Name *:
Email:
Code *: