"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა სტრამაჩონიმ, მილანური დერბის შესახებ ისაუბრა.
"ვფიქრობ, გახსნილი თამაში გველოდება. შედეგის გამოცნობა რთულია. "მილანში", ისევე როგორც ჩვენს გუნდში, ბევრი რამ შეიცვალა. ისევე, როგორც ადრე, "როსო-ნერისთან" დაპირისპირება სანახაობრივი და ამაღელვებელი უნდა გამოვიდეს", -განაცხადა სტრამაჩონიმ.
"ყველაფერი საფეხბურთო მოედანზე გადაწყდება. მართალია, შეიძლება ჩვენს გუნდს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ მასიმილიანო ალეგრი, თავის მხრივ, უფრო გამოცდილი მწვრთნელია, ვიდრე მე. ელ შაარავი? მან ბრწყინვალედ წარმოაჩინა თავი "მილანის" ბოლო შეხვედრებში. მიუხედავად ამისა, ერთი ფეხბურთელის გამო ტაქტიკის შეცვლას ნამდვილად არ ვაპირებთ".