"ბარსელონას" ყოფილ თავდამსხმელს, ხრისტო სტოიჩკოვს მიაჩნია, რომ კატალონიელი სპეციალისტი სავარაუდოდ "მანჩესტერ სიტის" გაწვრთნის.
შეგახსენებთ, გუარდიოლამ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში თავის საქმიანობას დაუბრუნდება.
"ვფიქრობ პეპი ყველაზე ახლოს, მანჩესტერულ კლუბთანაა. მაშინ, როდესაც ესპანელი "ბარსას" რიგებში მუშაობდა, მან და ჩიკი ბეგირისტაიონმა ისტორიული ჩანაწერი გააკეთეს."-აცხადებს ხრისტო სტოიჩკოვი.
"უნდა აღვნიშნო, რომ ბეგირისტაიონი კატალონიურ გრანდში სპორტულ დირექტორად მაშინ მუშაობდა, როცა კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იყო. სანდრო როსელის დანიშვნის შემდეგ, იგი "ქალაქელთა" სპორტული მენეჯერი გახდა. ამიტომაც ჩემი აზრით, გუარდიოლა მუშაობას სწორედ მანჩესტერში გააგრძელებს."-განაცხადა "ბლაუგრანას" ლეგენდამ.